შარლ მიშელი – პოლიტიკური კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ეს ახალ დასაწყისს წარმოადგენს

საქართველოდან გამგზავრებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს შეთანხმების მიღწევა მიულოცა და პოლიტიკური ლიდერებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ახლა ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს.

მიშელის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

“განსაკუთრებით მოხარული ვარ დღეს საქართველოში ვიზიტით. პოლიტიკური კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ეს ახალ დასაწყისს წარმოადგენს, მძიმე სამუშაო დასაწყისს, რომელიც საქართველოს წაიყვანს ევროატლანტიკური გზით.

მინდა მივულოცო საქართველოს ლიდერებს ამ შეთანხმების მიღწევას.

კომპრომისი ევროპული ძალაა. ეს არ არის სისუსტე. ეს საშუალებას იძლევა გაჩნდეს ხმების სიმრავლე და კოლექტიური ინტელექტი.

ეს მიღწევები თქვენია და ახლა გამოწვევა ის არის, რომ ამან იმუშაოს.

მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო თქვენი სიბრძნისა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებისთვის, ასევე ბატონ პრემიერ ღარიბაშვილს, მისი ლიდერობისთვის. ეს მიღწევა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ რთულ რეგიონალურ ვითარებას. ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული რუსეთის მზარდი სამხედრო კონცენტრაციით უკრაინის საზღვარზე და არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში.

მე აქ ვარ, რომ ეჭვი არავის გაუჩნდეს, ევროკავშირის ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს”,-წერს შარლ მიშელი.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი – საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია
შემდეგი სტატიათბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება