შარლ მიშელი – ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება

ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

მიშელი აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 75 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ამერიკელების, კანადელებისა და ევროპელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

„ისინი კვლავ ხაზს უსვამენ საჭიროებას, რომ ევროკავშირმა სასწრაფოდ განავითაროს თავისი სტრატეგიული ავტონომია და ინვესტირება მოახდინოს მის თავდაცვაში და რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ალიანსი ძლიერი“, – წერს შარლ მიშელის „იქსის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.

banner
წინა სტატიაშიავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ნებისმიერი ვარაუდი, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის უსაფრთხოებას, ველოდები, აშშ დარჩება ნატო-ს ერთგულ მოკავშირედ, მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში