შარლ მიშელი – მივესალმები უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით, ჩვენ მხარს დაგიჭერთ წევრობის გზაზე

მივესალმები უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ევროპის საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინას წევრობის გზაზე.

„ველოდები ორივესთან პირველ სამთავრობოთაშორის კონფერენციას. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ წევრობის გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. მომდევნო ეტაპია – სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

banner
წინა სტატიაშისააგენტო: 16-18 ივნისს მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე შტორმი
შემდეგი სტატიაჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ შოიგუს და გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა