შარლ მიშელი: ლგბტქი+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი

ლგბტქი+ თემის უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ევროკავშირში ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ და ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისი გამოსვლის ნაწილს აქვეყნებს.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელი აცხადებს:

„ლგბტქი+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მრავალფეროვნებისა და ადამიანის ღირსების მიმართ. ის ეხება ჩვენს ყველაზე პირადულ ფიქრებსა და რწმენებს: ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ევროკავშირში, ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე რაქვიაშვილი – 100 ადამიანი თუ დაიჭირეს, 200-300 დაეჭირათ და ის არ გაებედათ, რაც გააკეთეს
შემდეგი სტატიაკანის ჟიურის თავმჯდომარე, სპაიკ ლი, თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა