შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე – დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ დროა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ საჭირო პრიორიტეტები შეასრულოს.
“მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად”, – წერს მიშელი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – უნდა გავზარდოთ გაერო-ს უნარი, შეაჩეროს და აღკვეთოს აგრესია, ამასთან დაკავშირებით უკრაინა გაერო-ს წევრებს მკაფიო წინადადებას შესთავაზებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მოხარული ვარ, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახური სრულფასოვნად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, მადლობა დაუღალავი ძალისხმევისთვის