შარლ მიშელი – ახლა არის დრო, რომ გავაცნობიეროთ, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

ახლა არის დრო, რომ გავაცნობიეროთ, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მოგიწოდებთ, მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. პარალალურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ ქვეყნებს მოუწევთ პირობების შესრულება ევროპულ გზაზე.

„მე მჯერა, რომ ახლა არის დრო, ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია. უფრო სპეციფიკურად, ჩემი განზრახვაა, რომ ჩვენ გადავწყვეტთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. ცხადია ამ ქვეყნებს მოუწევთ პირობების შესრულება ევროპულ გზაზე. განსაკუთრებით კანონი უზენაესობის სფეროში და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. უკრაინელმა ხალხმა აირჩია თავისუფლება, დემოკარტია და ევროპული მომავალი. და ახლა ისინი იბრძვიან ამისთვის და ჩვენ მათ გვერდით ვართ. მაშინ, როდესაც ომი დაბრუნდა ევროპაში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება არა მხოლოდ ევროკავშირის შიგნით, არამედ სხვა ევროპელ პარტნიორებთან კონტინენტზე. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების იდეას შეუძლია თანამშორმლობის გაძლიერება და შეუძლია, ევროპა უფრო უსაფრთხო და განვითარებული გახადოს. და ეს იდეა არაა გაფართოების ჩამნაცვლებელი. ჩვენ გავააქტიურებთ გაფართოების პროცესს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რათა წინ წავწიოთ მათი ინტეგრაცია, დასავლეთ ბალკანეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ევროკავშირი მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთისთვის“, – აღნიშნავს შარლ მიშელი მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიანა ფოტიგას მიმართვა აქციის მონაწილეებს- ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს
შემდეგი სტატიამარკეტა გრეგოროვა: დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის