შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინა შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის

უკრაინა შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტიმა, შარლ მიშელმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ საუბრისას განაცხადა.

მიშელის თქმით, ასეთი სცენარის განვითარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას“.

„უკრაინამ და სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა, რომელთაც გაწევრიანება სურთ, უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამავდროულად, მიშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

„რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია და ამავდროულად – მალე და არა ოდესმე“, – დასძინა შარლ მიშელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი
შემდეგი სტატიანდობა დაიკარგა, შესაბამისად, მთავრობისთვის მიუღებელია პრეზიდენტს მიანდოს ისეთი რამ, რაზეც თვითონ არის ექსკლუზიურად პასუხისმგებელი – ჩვენი გადმოსახედიდან, ის აღარ არის პრეზიდენტობის ღირსი – კობახიძე