“შარდის ჩაბარების პროცედურებში უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე გვიჯდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენახვა”

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე და ამბობს, რომ წელიწადში შარდის ჩაბარების პროცედურებში15-დან 18 მილიონ ლარამდე იხარჯება. ჯაფარიძემ ეს განცხადება „თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა:

“ეს არის ხელისუფლება, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნების წინაც, ასევე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც საარჩევნო პროგრამაში ამბობდა, რომ გადახედავდა ნარკოპოლიტიკას, იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა გამხდარიყო უფრო ლიბერალური. ისინი რასაც რეალურად აკეთებენ ნიშნავს, რომ აგრძელებენ იმ ვანდალურ, სრულიად გიჟურ და არაცივილურ ღონისძიებებს, რომლებსაც აქამდე ატარებდნენ
ჩვენ შარდის ჩაბარების პროცედურებში უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე გვიჯდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენახვა – ეს 9 მილიონი ლარი ჯდება. ახლა უფრო მეტ სიგიჟეზე გადავიდნენ და ტომოგრაფიაზე გადაყავთ ადამიანები. შემდეგი ნაბიჯი ალბათ ენდოსკოპიის გაკეთება იქნება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: დიდი იმედი მაქვს, მალე ვიტყვით, როგორ დარეგულირდება ლარი
შემდეგი სტატია“ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურების შესახებ”