21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

შარაშიძე: ჩვენი აკრძალვის ინიციატივა, დიდი ალბათობით, ანექსიის პროცესზე ჩვენს აქტიურობას უკავშირდება

დიდი ალბათობით, „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის ინიციატივა დაკავშირებულია ჩვენს აქტიურობასთან ანექსიის პროცესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

„დღეს ე.წ. არჩევნებია ე.წ. სამხრეთ ოსეთში და სიმბოლურია, რომ ჩორჩანას საქმეზეც მორიგი სასამართლო სხდომა დღევანდელ დღეს დაემთხვა. მოდით, ავხსნათ, რატომ არის ერთმანეთთან კავშირში. პირდაპირ კავშირშია იმიტომ, რომ კამბოლოვი არის „პრეზიდენტობის“ კანდიდატი – პუტინმა ფაქტობრივად თავისი წარმომადგენელი, კრემლის კადრი გააგზავნა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. 9 მაისს დაიწყო ოფიციალურად, ჯერ ხელშეკრულება გააფორმეს, მერე დუმამ რატიფიცირება მოახდინა, მერე იყო კანდიდატის წარდგენა. 9 მაისის შემდეგ განსაკუთრებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქტიურობს ამ თემასთან დაკავშირებით, ყველა პლატფორმაზე, სადაც ხელი მიგვიწვდება. საქართველოში რომ მედიის და საზოგადოების ყურადღება იყოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე მიპყრობილი – ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რაც გუშინ დადასტურდა კიდეც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთმა დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, სოციალ-დემოკრატებმა მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს.

„ოცნებას“ საერთოდ ხმა არ ამოუღია და ჩვენ მათ დუმილს, საკმაოდ სამართლიანად, დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი დუმილი ვუწოდეთ. ამბობენ: „პირველი ეროვნული ხელისუფლება ვართო“, „პატრიოტული ხელისუფლება ვართო“ და სად არის ან ეროვნულობა ან პატრიოტიზმი მაშინ, როდესაც ჩვენი ისტორიული ტერიტორიის ღია ფორმალური ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს.

„ოცნება“, რომელმაც აირჩია დუმილი, აირჩია ბოდიშების მოხდა, საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას საკუთარ ტერიტორიაზე და იზოლაციაში აქცევს. ვინც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში უნდა დაგვეხმაროს, მტრად აცხადებს, ხოლო ვინც მთავარი მტერია, იმასთან კოლაბორაციაში იმყოფება. ეს თემა აკრძალვის თემასთან კავშირშია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ყიფშიძე: როდესაც ჩინოვნიკი დაპირებას ვერ ასრულებს, ეგრევე უნდა მოიხსნას — მთელ მთავრობას ეხება ეს
შემდეგი სტატია“ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”- ემანუელ მაკრონი