შარაშენიძე: მეშინია ხალხი არ გაბრაზდეს და სტიქიური პროტესტი არ დაბრუნდეს პოლიტიკური კლასის მიმართ

“იმის მეშინია, რომ ხალხი არ გაბრაზდეს და სტიქიური პროტესტი არ დაბრუნდეს მთლიანად პოლიტიკური კლასის მიმართ”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ოცნებას” სურს “ნაცმოძრაობის” მარგინალიზაცია, ხოლო “ნაცმოძრაობას” უნდა, რომ წნეხის ქვეშ ჰყავდეს ხელისუფლება, რომ იქნებ რაღაცა შეცდომა დაუშვას. სანამ ეს ორი შეუთავსებელი მიზანი არსებობს, რომ მე უნდა გაგანადგურო, ვერ წარმომიდგენია კომპორმისის მიღწევა და ფიქრი იმაზე, რომ დავთმო რაღაცა, რათა ამომრჩეველში შევინარჩუნო სახე. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რადგან მას მეტი მოეთხოვება, რომ მაგალითი ყველას მისცეს.

პატარა ქვეყანა ვართ, ეს პოლიტიკური ელიტა ყველა ერთმანეთს იცნობს, ოჯახებით მეგობრობენ, ალბათ ბევრჯერ უქეიფიათ ერთად და ნუ გადააყოლებენ ქვეყანას დაპირისპირებას. მე მაგალითად აღარ ვნერვიულობ ამათ ჩხუბზე. გავიარე ეგ ეტაპი, რომ მათ ჩხუბზე უნდა ვინერვიულო. მე მგონი ხალხიც აღარ ინერვიულებს, მაგრამ იმის მეშინია, რომ ხალხი არ გაბრაზდეს და სტიქიური პროტესტი არ დაბრუნდეს მთლიანად პოლიტიკური კლასის მიმართ”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” შემწირველმა კომპანიამ 27 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – ფლანგვის დეტექტორი
შემდეგი სტატიასაქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრები დღეიდან დაიწყება