შაქარიშვილი – ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას LGBT პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე

ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას LGBT პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე, სახალხო პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით,- ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კამპანია არჩევნების შემდგომაც გაგრძელდება და მთავრობას ხელმოწერები პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით წარედგინება.

„მოსახლეობის უმრავლესობის ნება კანონში უნდა აისახოს, უნდა დასრულდეს უხეში მცდელობები, თავს მოგვახვიონ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი იდეოლოგია. ეს სამართლებრივი გზა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აირჩიეს, მათ შორის ერთ-ერთი მაგალითია უნგრული მოდელი, რომლის უპირველესი მიზანია, ბავშვთა და მოზარდთა ცნობიერების დაცვა აგრესიული პროპაგანდისგან. ამ მოდელით სამართლებრივად არის დარეგულირებული LGBT თემასთან დაკავშირებული მასალების და ინფორმაციის გავრცელება/ხელმისაწვდომობის საკითხი. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს LGBT პრაიდის მომხრე 14 პოლიტიკური პარტია, რომლებიც გარე ძალებთან ერთად ებრძვიან ამ ქვეყნის მომავალს, აუცილებელია, ხელისუფლებამ დაიცვას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება. ხელმოწერების შეგროვების პროცესი წარიმართება ჩემს საარჩევნო შტაბებში: შარტავას 35/37 ნომერში და სოფელი დიღომი, დავით სარაჯიშვილის #50.

კამპანია არჩევნების შემდგომაც გაგრძელდება და მთავრობას ხელმოწერები პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით წარედგინება“,-განაცხადა შაქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმორგოშია – არავინ არ მაფინანსებდა, არც არავისთან დაფინანსებაზე მიმიმართავს არასდროს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – გარდაცვლილია სამი ადამინი