შაქარიშვილი – ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?!

„ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?! სად, რა აგური დაგიდიათ?! რომელ ომში გიბრძოლიათ?! – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი „ფეისბუქში“ წერს და რუსთაველის თეატრის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიის შესახებ.

„ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ…ის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?! სად, რა აგური დაგიდიათ?! რომელ ომში გიბრძოლიათ?! ან თქვენ შვილებს ან თქვენ მშობლებს?! ყველა ბრძოლიდან გაქცეულები და სოროში შემძვრალები ხართ! თქვენ მარტო შარვლის ჩახდა გეხერხებათ მოქნილად ოკუპანტის წინაშე! რა სიკეთე მოგიტანიათ ქვეყნისთვის თქვენი საქმიანობით?! გარდა მავნებლობისა არაფერი! ეთაყვანებით იმ პარტიას, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა, ბრძოლის ველიდან გამოიქცა, დაცემული ჯარისკაცები მიატოვა, რუსთაველზე “გამარჯვება” იზეიმა და ომით დიდი ფული იშოვა, რომელითაც ახლა თქვენი სამოქალაქო აქტივიზმი ფინანსდება! მერე ყველა სასიცოცხლო რესურსი რუსებს ჩაუგდო ხელში, ასე „აპრავებდა“ თქვენი იმამი – ფულს სუნი არ უდისო… ეს ყველაფერი არ იკმარეთ და აგერ 2018 წელს შკრიალოვების დესანტი ჩამოსხით, რუსეთის ნომრიანი აგენტის გასაპრეზიდენტებლად…არ გამოგივიდათ, არ გამოგივათ! აბა ვინ დაიჯერებს ტვ „ფორმულას“ “პატრიოტულ” აღტკინებას, რომელიც კეზერაშვილის მიერ, რუსეთ-საქართველოს ომში ნაშოვნი ფულით ფინანსდება…“, – წერს შაქარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება
შემდეგი სტატიავაშაძე – თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს დაარღვევს, მათ მიმართ სანქციები არ დააყოვნებს