შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებულ გაგნიძესა და ჟვანიას თეა წულუკიანი მფარველობს

შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებულ გაგნიძესა და ჟვანიას თეა წულუკიანი მფარველობს – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის განმარტებით, შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელებმა საქმის მოგვარება “კაწროსთან” დაახლოებულ პირს, დაჩი ბუაძეს გაანდეს. “კაწრო” ბუაძის ქორწილის ვიდეოშიც ჩანს, რომელიც ნიკა გვარამიამ გადაცემის მსვლელობისას გაუშვა.

“კაწრო”, რომელზეც “მთავარმა არხმა” არაერთი რეპორტაჟი მოამზადა, ასევე დაახლოებულია არაერთ გავლენიან პირთან. მათ შორის არიან:

გოჩა ენუქიძე – რაჭის მაჟორიტარი, რომელმაც “კაწრო” რაჭაში წაიყვანა;

ირაკლი ხელაძე – “კაწროს” მეზობელი და მეგობარი. 2012 წელს ისინი ერთად იყვნენ ჩართული თეა წულუკიანის საარჩევნო კამპანიაში, როდესაც წულუკიანი ნახალოვკაში იყრიდა კენჭს;

მიხეილ ამაშუკელი – ასევე წულუკიანის კამპანიაში კამპანიაში ჩართული პირი.

გვარამიას ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს, გაგნიძესა და ჟვანიას მფარველობს. წულუკიანი აკეთებს სწორედ იმას, რაშიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. კერძოდ, იგი დაკავებულებს უქმნის ციხისთვის შეუსაბამოდ კომფორტულ პირობებს. ბრალდებულები ფორმალურად იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში – სწორედ წულუკიანის შემწეობით.

მისივე თქმით, “მთავარ არხს” ინფორმაცია სამმა კონფიდენციალურმა წყარომ გაანდო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო საკოუპაციო ძალებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქე
შემდეგი სტატიაენგურის ხიდს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რამდენიმე დღით ისევ ცალმხრივად ხსნის