შაქარაშვილის საქმის პროკურორი-შესაძლებელია, ახლო პერიოდში დაკავებულებს დაუმძიმდეთ ბრალი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში, უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ.

როგორც პროკურორი განმარტავს, რომ ბრალის დამძიმება საკმარისი მტკიცებულებების გამოვლენის შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, ბრალდება შესაძლოა, არასრულწლოვნებსაც დაუმძიმდეთ. ამასთან, ბრალდების მხარემ ამ ეტაპზე არ იცის, თუ რამდენი პირის მიმართ შესაძლოა მოხდეს ბრალის დამძიმება.

“იცით, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არ არის გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ – შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება. აღნიშნული იქნება მაშინვე, როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები იქნება”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფოთში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალი კიდევ 3 პირს წარუდგინეს
შემდეგი სტატიაგამომძიებელი- სისულელე და მოგონილია, რატომ უნდა მეთქვა, რომ ბაჩალიაშვილი შარშია