შაქარაშვილის საქმის ადვოკატები, იმ ადამიანის ვინაობის დადგენას ითხოვენ, ვინც ამირხანაშვილს დიდუბეში დახვდა

ვის და რა მიზნით შეხვდა ამირხანაშვილი დიდუბეში – ამ პირის ვინაობით საგამოძიებო უწყება ჯერ არ დაინტერესებულა ან დაინტერესდა და მალავენ. საქმეში ჩართული ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ეპიზოდი საქმის მასალებში დევს, თუმცა გამოძიებას კითხვები არ დაუსვამს. “მთავარში” კადრების გასაჯაროების შემდეგ ამ პირის ვინაობის დადგენას ადვოკატებიც მოითხოვენ.

“საგამოძიებო ორგანოს არ დაუსვამს კითხვა, ვინ არის ის პირი, რომელიც ამირხანაშვილს უკვე თბილისში ესაუბრება. დაცვის მხარისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესაუბრება თუ არა ამ პიროვნებას ამირხანაშვილი შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით,” – ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ მისი დაკითხვის შესაძლებლობა დაცვის მხარეს მაინც მიეცემა.

“ავტომანქანა არ ფიგურირებს ამ საქმეში, ვგულისხმობ მესამე ავტომანქანას, ოფიციალურად ის საქმეში არ არის. არ გამოვრიცხავ, შესაძლოა ეს მანქანა გამოჩნდეს, ან არ გამოჩნდეს,” – აცხადებს უფლებადამცველი გიორგი ყიფშიძე.

იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ამ მიმართულებით გაგრძელდება და საზოგადოებას სიახლეებს მალე მიაწვდიან.

შეგახსენებთ, რომ “მთავარის” გასაჯაროებულ კადრებში საუბარია პირზე, რომელიც თბილისში ჩამოსულ გურამ ამირხანაშვილთან მიდის და მას ოთხი წუთის განმავლობაში ესაუბრება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის საელჩო : მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთი შიდა გავრცელებას უკავშირდება