შაქარაშვილის საქმეზე სასაამრთლომ 6 არასრულწლოვნის პატიმრობის ვადა განსაზღვრა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექვსი არასრულწლოვანის საქმის პროცესზე მოსმაართლე მაია ოშხარელმა სასჯელის სახე და ვადები გამოაცხადა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ექვსივე მათგანს სასჯელის სახედ პატიმრობა განესაზღვრა:

ნ.ქ. – ძალადობი მუხლი – 3 წლის და 9 თვის ვადით.
ნ.ც. – ძალადობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა – 5 წლისა და 3 თვის ვადით.
ზ.ხ – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 6 წლისა და 9 თვის ვადით.
ა.ქ. – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 6 წლისა და 9 თვის ვადით.
ლ.შ. – ძალადობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა – 5 წლისა და 3 თვის ვადით.
გ.მ. – ძალადობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა 5 წლისა და 3 თვის ვადით.
პროცესის სასამართლოში ამ დროისთვისაც გრძელდება.

ცნობისთვის, 13 ნოემბერს სასამართლომ 6 არასრულწლოვანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ექვსივე პირი დამნაშავედ ცნო, როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ასევე ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ნაწილში.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – გერმანიის ელჩს ვეთანხმები, დასაკარგი დრო არ გვაქვს, მაგრამ გზავნილის ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის
შემდეგი სტატიაუგულავა – ხვალინდელი მეორე ტური არის ფიქცია