შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, გამოკითხვაზე იმყოფება საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. მას საგამოძიებო უწყებაში მისვლისას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

უკვე გამოიკითხა კიდევ ერთი მოწმე ლუკა ბეჟანიშვილი. მისი განცხადებით, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია და მხოლოდ სოციალური ქსელები შეუმოწმეს.

,,მესენჯერი” და ,,ინსტაგრამი” შემიმოწმეს, კითხვები არ ჰქონიათ. ვახტანგ ახვლედიანმა დამირეკა და მითხრა ნაცემი ვარო, ჩამოდი და წამიყვანეო. მე ჩავედი და ვუთხარი ჩვენ უბნელს, რომელიც „ტაქსისტია“ და ვთხოვე, რომ ჩამოეყვანა ვახო. ახვლედიანი იყო დამალული და არ იცოდა შაქარაშვილი გაუჩინარდა თუ არა,“ – განაცხადა ლუკა ბეჟანიშვილმა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

banner
წინა სტატიაშიბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოს რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს