შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი რუსთავში მაჟორიტარობას აპირებს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას აპირებს.

ეს ინფორმაცია კობაიძემ Facebook-ზე გაავრცელა.

როგორც კობაიძე პოსტში აღნიშნავს, რუსთავში მისი მაჟორიტარობა რუსთაველების პრობლემის გადაჭრის გარანტი იქნება.

„მოკლედ ვიტყვი: ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება.

მოკლედ არჩევანი თქვენზეა.

P.S. თუ არადა ვიაროთ ერთ წრეზე….“, – წერს კობაიძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე საავადმყოფოდან იზოლატორში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაუგულავა ღვინჯილიაზე- ეს ამბავი “ოცნების” ხელში სისტემური დეგრადაციის მაგალითია