შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ზ.ხ. გლდანის ციხეში გადაიყვანეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. მატროსოვის ციხიდან გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს – ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს.

გიორგი გელხაურის თქმით, არც ოჯახსა და დაცვის მხარეს, არც გამოძიებას, ზ.ხ.-ს გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

„მოვედით, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზ.ხ. გადაიყვანეს მერვე დაწესებულებაში – მოგვიწევს გლდანის მერვე დაწესებულებაში ხვალ შესვლა. ამის შესახებ არც დაცვის მხარემ და არც გამოძიებამ არ იცოდა”, – ამბობს გიორგი გელხაური.

banner
წინა სტატიაშიცოტნე ზურაბიანი: დღეს ირინა ენუქიძის დაბადების დღეა, ეს სახელი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი