შაქარაშვილის საქმე – “კაწრომ” მედიას უჩივლა

admin
ავტ.: admin ივლისი 14, 2020 10:42

შაქარაშვილის საქმე – “კაწრომ” მედიას უჩივლა

ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე “კაწრომ” “მთავარი არხისა” და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.
ადვოკატ თამარ აბესაძის თქმით, ტელეკომპანიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის რეპუტაცია შელახა.

აბესაძრ არ გამორიცხცავს, რომ უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

“დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიის მეშვეობით.ძალიან დიდი მორალური ზიანი მიაყენა ბილანიშვილს და მის ოჯახს. ქარტია იმსჯელებს და მივიღებთ დასკვნას”, – აღნიშნა ადვოკატმა.

admin
ავტ.: admin ივლისი 14, 2020 10:42