“შაქარაშვილის ქარტია” – ანა დოლიძე სპორტსმენების მიმართ ახალი რეგულაციის დანერგვას ითხოვს

“შაქარაშვილის ქარტია” – ამ სახელწოდების დოკუმენტის დანერგვას სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებში ანა დოლიძე ითხოვს.

ინიციატივა სპორტსმენების ძალადობაში ჩართულობის წინააღმდეგ სისტემურ მიდგომას გულისხმობს და ფედერაციებს სპორტსმენების პასუხისმგებლობის შიდა მექანიზმებს სთავაზობს.

ანა დოლიძის თქმით, უნდა შეიქმნას სპორტული განათლების მიმართულება, კონკრეტული გადაცდომების შემთხვევაში კი, სანქციები დაწესდეს. ინიციატივის მიხედვით, ქარტიის ამოქმედება ფედერაციების დაფინანსებასთან უნდა იყოს კავშირში.

ინიციატივის ავტორის განმარტებით, ეს ნორმა საერთაშორისო პრაქტიკაში მოქმედებს და სპორტსმენების ეთიკური გადაცდომების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

“იმ მისწრაფებიდან გამომდინარე, როგორი მწარე გაკვეთილიც მივიღეთ შაქარაშვილის საქმეზე, შევიმუშავეთ ამ პრობლემის მიმართ პრინციპის დანერგვა, რომ ძალის გამოყენება რინგის და სპორტული მოედნის გარეთ საძრახისია,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაკალანდიას ძმა სააპელაციოს განაჩენზე: დანებებას არ ვაპირებთ, არ შევარჩენთ