შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაიწყო. მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ადვოკატებმა გუშინ გაასაჩივრეს.

ბრალდებულების ინტერესების დამცველების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სასამართლო პროცესები არადისტანციურ რეჟიმში წარიმართოს, რაც მეორე ინსტანციამ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს.

“ვინაიდან სისტემა არის ერთიანი და ჩვენ არ ვმიჯნავთ აპელაცია, კასაციასა და პირველ ინსტანციას, ვფიქრობთ, რომ ვერ იქნებიან ბოლომდე დამოუკიდებელნი. ჩვენ ვაპირებთ, წავიდეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ცალსახად დადგინდება კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა”,- თქვა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გაეცნო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის რეგიონს ეწვევა