შანსები, რომ ეს რეჟიმი კურსს შეიცვლის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან და პოლიტიკურ ძალებთან ერთად ნორმალური თანამშრომლობით ქვეყნის წინსვლა შესაძლებელი იქნება, არ ჩანს – ბოკერია

ამ მომენტისთვის შანსები, რომ ეს რეჟიმი ამ კურსს შეიცვლის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან და პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ნორმალური თანამშრომლობით, ქვეყნის წინსვლა შესაძლებელი იქნება, არ ჩანს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლა უნდა იყოს, ან ყველაზე მინიმალურ შემთხვევაში, იმ ზღვრამდე მიყვანა, როცა მას რეალური ნაბიჯების გადადგმის შანსი აღარ ექნება.

„ის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა კრიზისში შეიყვანა და ეს რეჟიმი პრინციპულად არასწორ გზაზე დგას, რომლის კურსიც ჩვენ თავისუფალ სამყაროში დაბრუნებასთან, ევროპაში, ევროკავშირთან, ნატოსთან მიმართებაში შეუთავსებელია, ამაზე ყველგან ფართო კონსენსუსია.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან – აქ სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის შანსები, რომ ეს რეჟიმი ამ კურსს შეიცვლის და შესაძლებელი იქნება ნორმალური თანამშრომლობით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, პოლიტიკურ ძალებთან ერთად ქვეყნის წინსვლა, არ ჩანს.

ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლა, ან ყველაზე მინიმალურ შემთხვევაში, იმ ზღვრამდე მიყვანა, როცა მას შანსი აღარ ექნება, რომ რეალური ნაბიჯები არ გადადგას, რაც პრაქტიკულად, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში იგივეა, რაც ხელისუფლების შეცვლა. იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის, მაგალითად, კონტროლის დათმობა სასამართლოზე, ან ამ სისტემის მოშლა, სადაც ის ყველა ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად აკონტროლებს, ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინა დამატებით 800 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს
შემდეგი სტატიააშშ უკრაინას დამატებით 500 მლნ დოლარით დაეხმარება