შამგონაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის სავარაუდო მკვლელი დაკავებულია

გარდაცვლილის მეუღლე-ბაკურ სორდია

ზუგდიდში, სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალი ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

ოჯახის წევრები გარდაცვლილზე ქმრის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ. “თაიმერის” ინფორმაციით, დაკავებულია გარდაცვლილის მეუღლე ბაკურ სორდია, რომელიც ამ დრომდე მიმალული იყო. დაკავება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული იყო „ოცნების“ დეპუტატი, ზუგდიდის საკრებულოს წევრი ზაზა ხუბუა, რომელიც ოჯახის ახლობელი გახლავთ. სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის დეპუტატი ზაზა ხუბუა და გარდაცვლილი ქალის ქმარი, ბაკურ სორდია მეგობრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელის დამსახურებაა 2019 წლის მერის შუალედურ არჩევნებში მმართველი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობა და არჩევნების მოგება სოფელში. ბოლოს სამი შვილის დედა ოცნების მაჟორიტარის ზაზა ხუბუას ბოსელში ნახეს ჩამომხრჩვალი. ნაცემი ქალი ოჯახის ახლობელს დახმარებას სთხოვდა. რამდენიმე საათში კი ის გარდაცვლილი იპოვეს.

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია”
შემდეგი სტატიაშამგონაში მომხდარ ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს