შამბა: თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, მივესალმებით, როგორც შერიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯს

“თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც ჩაიდინა, აფხაზეთი ამას მიესალმება, როგორც შერიგებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს” – ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავჯდომარეებთან შეხვედრისას.

შამბამ ასევე დაამატა, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ისეთი ფორმულირებების გამოყენება, როგორიცაა “ოკუპირებული ტერიტორიები”.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკის” სტატუსი არ განიხილება. მისი თქმით, ე.წ. აფხაზეთისთვის ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მთავარი მიზანია, ხელახლა არ დაიწყოს საომარი მოქმედებები და ხელი მოეწეროს “აფხაზეთის რესპუბლიკასა” და საქართველოს შორის მშვიდობის შეთანხმებას.

 

banner
წინა სტატიაშიინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიატობავარჩხილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩეხ ტურისტს სტანისლავ კოსკისს ეძებენ