შალვა თათუხაშვილის ,,ფარული დაცვა” თუ გატაცება ?!

უკვე ყველასთვის ცხადია, რომ 2012 წელს, ხელისუფლების სათავეში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც სათავეში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა, მოსვლისთანავე კრემლის “ოცნებების ” შესრულებას მიჰყო ხელი. მან უმოწყალოდ დაიწყო პოლიტიკური-ოპონენტების დევნა, რომლებმაც ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დააყენეს და ასევე სასტიკი მოპყრობა იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში… ოლიგარქი არ შემოიფარგლა მხოლოდ მათი ბინძური ცილისწამებით და ხელი მიჰყო მათ მასობრივ დატყვევება-დაპატიმრებას, უფრო უარესიც, ტრაგიკულ და იდუმალ მკვლელობებს… ერთი-მეორის მიყოლებით საეჭვო მდგომარეობაში იღუპებოდნენ აგრესორის წინააღმდეგ მებრძოლი ამა თუ იმ ორგანოს რიგი თანამშრომლები, რომლებსაც სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ მოუსწრაფეს, რომ საქართველოს იცავდნენ და უმთავრესი, მტერთან მათი გარიგება -თანამშრომლობა ვერ შედგა.
ამჟამად, მე გაგაცნობთ ერთი კონკრეტულ შემთხვევის დეტალებს, ხელისუფლების მიერ გატაცებულ და წამებით მოკლული შალვა თათუხაშვილის შესახებ.
ამრიგად, შალვა თათუხაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით მოვიპოვე მასალები. ვასაჯაროებ, რადგანაც ვთვლი, რომ ბევრი რამ უცნობია ამ გახმაურებული მკვლელობის შესახებ. კონკრეტულად ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ნათელს ფენს მისი გატაცების დეტალებს.
შეგახსენებთ, რომ: შალვა თათუხაშვილი 2005-12 წლებში მუშაობდა შსს კონსტუტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვდასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2006 წელს ამავე დეპარტამენტის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო.
2014 წლის 23 მარტს კი, საეჭვო გარემოებებში დაიღუპა…
მოწმეთა ჩვენებების კვალდაკვალ:
რა უწერიათ ჩვენებებში გამტაცებლებს და რას ყვებიან მოწმეები!
– შალვას ბადრაგის უფროსი, შსს ცენტრალურ კრიმინალურ დეპერტამენტის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი, კახა ბიჭაშვილი დაიკითხა, მხოლოდ 2014 წლის 7 აპრილს შალვა თათუხაშვილის დაღუპვიდან 2 კვირის შემდეგ.(შალვა თათუხაშვილი, 2014 წლის 23 მარტს დაიღუპა)
ამონარიდი ბიჭიაშვილის დაკითხვიდან:
კახა ბიჭაშვილი : ,,ვარ შსს ცენტრალურ კრიმინალურ დეპერტამენტის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი. სპეციფიკიდან გამომდინარე, მითითებული სამსახური არის ფარული და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე პროცესის მონაწილე პირების, მოწმეების ფარული დაცვა, კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ფარული დაცვა გულისხმობს დასაცავი ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისე, რომ ეს არ იყოს შესამჩნევი საზოგადოებისათვის. ‘’
,,პირი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩასართავად, პირველ რიგში გამოხატავს სურვილს, ანუ ავლენს ნებას, რომ ის ჩართული იქნას მოწმის დაცვის სპეციალურ პროგრამაში, ამის შემდეგ პროკურორს, მთავარ პროკურორს ან მისი მოადგილის თანხმობით გამოაქვს დადგენილება.რის საფუძველზეც ჩვენს სამსახურს ევალება დასაცავი პირის ფარული დაცვის უზრუნველყოფა. როდესაც მოწმე გადმოვა ჩვენი დაცვის ქვეშ, მას უტარდება ინსტრუქტაჟი, რომელიც შესაძლებელია ითვალისწინებდეს გარკვეულ შეზღუდვებს დასაცავი ობიექტისათვის. კერძოდ, სამსახურის დაცვის ქვეშ მყოფ პირს განემარტება, რომ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის პერიოდში არ უნდა გადაადგილდეს ხალხმრავალ ადგილებში, უნდა მოერიდოს ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და სხვა ძლიერმოქმედ საშუალებების მიღებას და ა. შ.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული პროცედურები, ინსტრუქტაჟის ჩატარების წესი და ჩვენი სამსახურის საქმიანობის წესიც რეგულირდება შინაგან საქმეთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის ერთობლივი საიდუმლო ბრძანებით.
2014 წლის 24 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის მიერ გამოტანილ იქნა (გრიფით საიდუმლო) დადგენილება მოქალაქე შალვა თათუხაშვილის მოწმეთა დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვის შესახებ. შესაბამისად მოქალაქე შალვა თათუხაშვილის ფარული დაცვა, სამი თვის ვადით დაევალა ჩვენს სამსახურს.
შალვა თათუხაშვილის თანასოფლელი მოწმეები კი ამ ეპიზოდს ასე აღწერენ:
რამაზ ბუდაღაშვილი
—————————-
…ვერცხლისფერი მერსედესის ჯიპი წამოვიდა და გაჩერდა შალვა თათუხაშვილის სახლთან. ორმა პიროვნებამ გადმოიყვანა შალვა და მოხსნეს ბორკილები. შალვას მუქი ფერის მანტო და ღია ფერის შარვალი ეცვა. ჩვენ დავიძარით მანქანის მიმართულებით. შალვას ვანიშნეთ, აქა ვართ, მოვდივართ-ო. მან ხელით გვანიშნა-არ მოხვიდეთო. ჩვენ შორი-ახლოს გავჩერდით. ცხადია, თვალს არ ვაშორებდით. შალვას ეზოში აღნიშნული ორი პიროვნება შეყვა, ორი კი მანქანასთან იდგა. .. დაახლოებით ნახევარ საათში, შალვა გამოიყვანეს,მას ეცვა შავი ფერის ქურთუკი, თეთრი სვიტერი და ღია ფერის შარვალი. მანქანაში ჩაჯდომამდე გაუკეთეს ბორკილები და სწრაფად წავიდნენ.
გიორგი ასლამაზიშვილი:
———————————————
ვერცხლისფერი მერსედესიდან გადმოვიდა ორი პირი . ერთი, რომელიც წინ იჯდა მძღოლის გვერდით და მეორე, მის უკან მჯდომი. მათ ეცვათ მუქი ფერის შარვლები, ქურთუკები . მათ გადმოიყვანეს შალვა, რომელსაც ღია ფერის შარვალი ეცვა, ზემოდან მუქი ფერის მანტო და პერანგი. ჩვენ ამასობაში დავიძარით მანქანის მიმართულებით და შორიდანვე ავუწიეთ ხელი შალვას. მან აგვიწია ბორკილებიანი ხელები და თითებით გვანიშნა-ნუღარ მოხვალთო. ჩვენ შევჩერდით, თუმცა შორიდან ვაკვირდებოდით. შალვა შეტრიალდა ზურგით და ბორკილებიანი ხელები გაუწოდა გვერდით მდგარ მცველს, რომელიც მანქანაში წინ იჯდა. მან შალვას მოხსნა ბორკილები. ეზოში შეყვანამდე შალვა ცალი ხელის აწევით კიდევ ერთხელ მოგვესალმა. მას ბორკილები აღარ ეკეთა. შალვა ეზოში შეიყვანა ორმა მცველმა. ორი კი, მძღოლი და მის უკან მჯდომი, მანქანასთან იცდიდნენ.
…დაახლოებით ოცდაათ-ორმოც წუთში, …. სახლის მეორე, ზედა ჭიშკართან. ერთ-ორ წუთში გამოიყვანეს შალვა. მანქანის წინ ისევ გაუკეთეს ბორკილები და ჩასვეს შავ ჯიპში. შალვას უკვე თეთრი ფერის სვიტერი ეცვა, შავი ქურთუკი და ღია ფერის ჯინსი.
ანალიზი მკითხველისთვის მიმინდია. . . როგორც ამბობენ, ფაქტი სახეზეა!
აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულმა ორივე მოწმემ არანაკლები დარტყმა მიიღო გულახდილი და სამართლიანი ჩვენების მიცემის გამო, რაც გამოიხატა მათ გატაცებებსა და ტერორში. ისინი ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან დევნილის სტატუსით…
იხ. ბიჭიკაშვილის ჩვენების დანართი:

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაცხინვალში დააკავეს ახალგაზრდა, რომელმაც შებილწა სოფლის ეკლესია