შალვა თადუმაძე – მთავარი პროკურატურა სამართლიანი და ღია ინსტიტუტი რომ გახდეს, ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეგვიძლია ველოდოთ

მთავარი პროკურატურა სამართლიანი, თავდაჯერებული და ღია ინსტიტუტი რომ გახდეს, ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეგვიძლია ველოდოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განუცხადა.

თადუმაძის თქმით, იმდენად დამოუკიდებელი იქნება, რამდენადაც ეს გარანტირებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით.

„რამდენიმე პრინციპული საკითხია გადასაჭრელი. პირველ რიგში, ეს არის სამართლიანი პროკურატურის ჩამოყალიბება, შემდეგ თავდაჯერებული პროკურორის შექმნა, როგორც ინსტიტუტის შექმნა და ღია სახელმწიფო უწყების არსებობა, რის შესაძლებლობასაც კანონმდებლობა გვაძლევს. კანონის თანახმად, არანაირი ვალდებულება არ არის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და ვაპირებ, მუშაობა იმ რეჟიმში გავაგრძელო, რა რეჟიმშიც საქართველოს პროკურატურა მუშაობდა და ასევე იმ წესებით ვიმუშაო, რაც წესებიც არსებობს. სხვა შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომლიც დაკავშირებული იქნება მენეჯმენტის გაძლიერებისა და იმ მიზნის მიღწევისკენ, რომელიც დავასახელე. დღეს, საქართველოს პროკურატურა 442 პროკურორით მუშაობს. ვფიქრობ, ეს საკმარისი რაოდენობაა “, – განაცხადა თადუმაძემ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი – დადგა დრო, დეტალურად ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებსა და მსოფლიოს მტკივნეულ წერტილებზე
შემდეგი სტატია“სამარცხვინო, მაიმუნო ქალო” – დაპირისპირება თინათინ ბოკუჩავას და ეკა ბესელიას შორის პარლამენტში