შალვა შავგულიძის დემონიზირების მცდელობა-გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

region
: region აპრილი 10, 2019 15:48

შალვა შავგულიძის დემონიზირების მცდელობა-გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია – ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელიც სტრასბურგში სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იცავდა.

ბიძინა ივანიშვილმა გირგვლიანის საქმის ადვოკატი და ყოფილი თანაგუნდელი შალვა შავგულიძე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური თამაშებში დაადანაშაულა და შეეცადა ლევან მურუსიძე და მისი რეპუტაცია დაეცვა. ივანიშვილის განცხადებით გირგვლიანის საქმე შალვა შავგულიძემ, თავის დროზე ზედა ინსტანციაში არ გაასაჩივრა, ლევან მურუსიძეს კი საქმის უკან დაბრუნების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ შალვა შავგულიძემ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო გაეკეთებინა კანონის ფარგლებში.

„ამ განცხადების მიზანი არის არჩევნები, რომელიც არის მოახლოებული და შალვა შავგულიძის დისკრედიტირების მცდელობაა, სხვა არაფერი. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება საუბარი მურუსიძის, მისი როლიდან გამომდინარე ამ საქმეში და იქიდან გამომდინარე, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა და უნდა გაეკეთებინა კანონის მიხედვით, კონსტიტუციის მიხედვით და არ გააკეთა და მის სიკეთეებზე საუბარი და შალვა შავგულიძის დემონიზირება. შალვა არავითარ ცუდ, სახელისუფლებო თამაშში ამ საკითხთან დაკავშირებით არ მონაწილეობდა, ეს შემიძლია გითხრათ დაზუსტებით როგორც ადვოკატმა რომელიც იყო სტრასბურგში ამ საქმის ადვოკატი და ვუყურებდი და ვხედავდი ყველაფერს. რაც შეეხება კონკრეტულად გასაჩივრების ნაწილს, თავიდან ბოლომდე ამ საკითხის წამოწევა დღეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია სხვა არაფერი იმიტომ რომ ამ საქმეს შედეგობრივი თვალსაზრისით არაფერი არ დაკლებია და მივიღეთ ის შედეგი რა შედეგსაც ველოდით თავიდანვე,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.

region
: region აპრილი 10, 2019 15:48

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,820
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics