შალვა შავგულიძეს მხარს “ენმ”-ც დაუჭერს

მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებზე, “ნაციონალური მოძრაობა” მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერს. როგორც ,,თაიმერს”რომან გოცირიძემ განაცხადა, პარტიას სავარაუდოდ არ ეყოლება კანდიდატი იმ ოლქებში, სადაც ოპოზიცია კონკურენტუნარიან კანდიდატს წარადგენს.

“ჩვენ მივესალმებით ყველა გაერთიანებას. საპრეზიდენტო არჩევნებში დავინახეთ, რომ გაერთიანებას აქვს შედეგი და ეს შედეგი იყო ოპოზიციური ძალების კანდიდატის გამარჯვება. კარგია, რომ მათ ერთიანი კანდიდატი წარადგინეს. რამდენიმე ოლქში მიმდინარეობს არჩევნები და ჩვენ ალბათ, არ დავაყენებთ იქ, სადაც კონკურენტუნარიანი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს , ისევე, როგორც ისინი ფიქრობენ ზუგდიდში ჩვენ კადიდატს დაუჭირონ მხარი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” დღეს კოალიცია შექმნეს და მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარადგინეს.

banner
წინა სტატიაშიმაჩალიკაშვილის საქმეზე წულუკიანისა და ზურაბიშვილის განცხადებები უპასუხისმგებლობის მაგალითია – EMC
შემდეგი სტატიაეროვნულ ბანკში განთავსებულ საპენსიო დანაზოგებს დღემდე 84 ათასი ლარის სარგებელი დაერიცხა