შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ შუალედურ არჩევნებზე საიას ანგარიში ცესკომ უნდა შეისწავლოს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ მმართველი გუნდი შუალედური არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს და საბიუჯეტო სახსრებს უკანონოდ იყენებს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ეხმიანება.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” ამბობს, რომ ცესკო უნდა დაინტერესდეს ანგარიშში მოხვედრილი ფაქტებით,რომელიც მმართველი გუნდის გარდა „გირჩის“ მიერ კანონის დარღვევასაც ეხება.

„საიამ აღნიშნა რამდენიმე ფაქტი. ეს არის რამდენადაც მახსოვს, „ქართული ოცნების“ და „გირჩის“ მხრიდან სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები. ამ ფაქტებზე უნდა იმსჯელოს ცესკომ. თუ ეს დადასტურდება, შესაბამისი რეაგირება იქნება,“- განაცხადა შალვა შავგულიძე.

banner
წინა სტატიაშიამომრჩევლის მოსყიდვა და საბიუჯეტო სახსრების გამოყენება – “საია”-ს კრიტიკული ანგარიში შუალედური არჩევნების წინ
შემდეგი სტატიანათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს გარეშე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის კონფიგურაციის ცვლილებაზე საუბარი შეუძლებელია