14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

შალვა შავგულიძე: ივანიშვილმა დასავლური პოლიტიკური ძალები ფასადად აიფარა, შემდეგ კი ხელისუფლების გამოშიგვნა დაიწყო

სანდრო გირგვლიანის ოჯახის ყოფილი ადვოკატი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შალვა შავგულიძე “ბათუმელებთან” ინტერვიუში 2014 წელს მმართველი კოალიციის დატოვების მიზეზებზე საუბრობს.

შავგულიძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის ორწლიანი პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ქვეყანაში არა ინსტიტუციური მმართველობა, არამედ ავტოკრატიული დიქტატურა ყალიბდებოდა, რომელსაც დასავლურ ცივილიზაციაში ადგილი არ ექნებოდა.

„როდესაც დავინახე, რომ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] და მისგან გამომდინარე ეს პოლიტიკური ძალა მყარად იდგა პრორუსულ რელსებზე, დავტოვე „ქართული ოცნება“ და წამოვედი ოპოზიციაში… ივანიშვილი თავიდანვე რუსული დროშით ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა, ამიტომ დასავლური პოლიტიკური ძალები ფასადად აიფარა, მოვიდა ხელისუფლებაში და შემდეგ დაიწყო ამ ხელისუფლების თანდათან გამოშიგვნა“, — აცხადებს შავგულიძე.

მისივე შეფასებით, ივანიშვილი პოლიტიკიდან დევნიდა ყველას, ვინც ქვეყნის რუსეთისთვის გადასაბარებლად მზად არ იყო, რამაც ნეგატიური სელექციის შედეგად ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე სრული კონტროლის დამყარება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითურაზაშვილი: სკოლაში კვების არარსებობისა და დანგრეული შენობების ფონზე ფორმების შემოღება ჩაფლავებული პროექტია
შემდეგი სტატიაკიევის ცენტრში სახმელეთო და საზღვაო რობოტული სისტემების “აღლუმი” ჩატარდა