შალვა შავგულიძე კობახიძეს – „გამოხვალთ ქუჩაში“, „წახვალთ სახლში“, ვის ელაპარაკებით ასეთი ტონით

„გამოხვალთ ქუჩაში“, „წახვალთ სახლში“, ბატონო ირაკლი, ვის ელაპარაკებით ასეთი ტონით, პარლამენტარებს, ქართულ საზოგადოებას? როგორ აძლევთ თავს ამის უფლებას ახალგაზრდა კაცი და ასეთი ტონით ვინ შეგაგულიანათ?- ასე მიმართა ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხრიდან დოკუმენტში შეთავაზება გაკეთდა, რომ გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულიყო, რასაც კობახიძემ „სისულელე“ და „სამართლებრივი სიმახინჯე“ უწოდა.

„სამწუხაროდ, მე დღეს მოვისმინე ბატონი ირაკლისგან, სხვებზე აღარ ვილაპარაკებ, როდესაც ამ შემოთავაზებას უწოდა „სამართლებრივი სიმახინჯე“, „სილულელე“ და ა.შ. ეს ნამდვილად ბატონი ირაკლის პრობლემაა, როდესაც ევროპიის საბჭოს პრეზიდენტის შემოთავაზებას „სამართლებრივ სიმახინჯეს“ და „სისულელეს’ უწიდებს. ეს, ნამდვილად არ არის შარლ მიშელის პრობლემა, მაგრამ ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა. როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა, მართლაც აბსურდს გვიმტკიცებს და ამბობს, რომ ერთი პარტია რომ დანიშნავს პროკურორს ეს არის დეპოლიტიზაცია, ხოლო თუ ფართო კონსესუსით იქნა არჩეული, ეს პირიქით, პოლიტიზაციას გააძლიერებსო, საზოგადოებას მართლაც მართებს დაფიქრება, რომ ეს სახიფათო და საშიში პოლიტიკური ძალა, რომელსაც დიქტატურისკენ ძალიან ცუდი ტენდენციები და მისწრაფებები აქვს, უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას. ეს გადაწყვეტიილება არჩევნებზეა მისაღები. ბატონო ირაკლი, გულისტკივილით გეუბნებით, ამას ადასტურებს თქვენი დღევანდელი გამოსვლის ტონი. „გამოხვალთ ქუჩაში“, „წახვალთ სახლში“, ვის ელაპარაკებით ასეთი ტონით, პარლამენტარებს, ქართულ საზოგადოებას? როგორ აძლევთ თავს ამის უფლებას ახალგაზრდა კაცი და ასეთი ტონით ვინ შეგაგულიანათ, ვინ შეგიყვანათ შეცდომაში, რომ შეგეძლებათ უთხრათ ხალხს „გამოხვალთ ქუჩაში, წახვალთ სახლში“. უმრავლესობას გირჩევთ, მართლაც დაუბრუნდეთ გონივრულ პოლიტიკას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიგოგი წულაია – 0 ლარით ვიწყებ ბრძოლას არჩევნებში, ოფისი ნისიად ავიღე
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 სექტემბრისთვის