შალვა საბაურის ინფორმაციით, რექტორის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხის განხილვა დაწყებულია

თსუ-ს რექტორის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხის განხილვა დაწყებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა, აკადემიურ საბჭოს წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საბჭოს წევრებს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გააცნეს საკუთარი ხედვა, თუ რატომ უნდა მოხდეს რექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა.

“რექტორის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხის განხვილვა დაწყებულია. ჩვენ გავაცანით ჩვენი წინადადებები და ხედვები, თუ რატომ და როგორ უნდა მოხდეს რექტორის გათავისუფლება. ჩვენი მხრიდან დასაბუთებული არგუმენტები ორშაბათისთვის იქნება წარდგენილი საბჭოსთვის. რაც შეეხება იმას, რომ რექტორის წასვლის შემდეგ უნივერსტიტეტი შედის ჩიხში, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჩვენ გვაქვს გეგმა. როდესაც რექტორი დააანონსებს წასვლას, ამ პერიოდში მოხდება მოვალეობის შემსრულების დასახელება და მმართველის გარეშე არ დარჩება უნივერსიტეტი”, – განაცხადა შალვა საბაურმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ელისაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს
შემდეგი სტატიავაკე-მთაწმინდის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე ხანძარია