შალვა რამიშვილმა პროკურატურა დატოვა

ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა პროკურატურა დატოვა. მისი განცხადებით, პროკურორს აინტერესებდა, არსებობს თუ არა თათია სამხარაძის მიერ დასახელებული აუდიო ჩანაწერი.

„დაკითხვაზე ძირითადად კითხვები იყო, არსებობს თუ არა სამხარაძის მიერ დღეს დასახელებული აუდიო ჩანაწერები და ვისგან შევიტყვე აღნიშნული ჩანაწერის არსებობის შესახებ. არ ვიცი, საერთოდ არსებობს თუ არა. რაც შეეხება სამხარაძის და ბახტაძის დაკითხვას – ლოგიკურად ისინი აუცილებლად უნდა დაიკითხონ”, – განაცხადა რამიშვილმა.

მსახიობი თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა) შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: ცალკეული დეპუტატების მოსაზრებები ქვეყნის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: “ქართულ ოცნებაში” დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც შინაგანადაც ახლოს არიან კრემლთან