(+ფოტო) შალვა რამიშვილი მისი და “იმედის” დირექტორის ვაიბერ მიმოწერას აქვეყნებს

5 1 2 3 4

“იმედის” ყოფილი ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი მისი და ტელეკომპანია “იმედის” დირექტორის გიორგი ბახტაძეს შორის არსებულ ვაიბერ მიმოწერას აქვეყნებს. შალვა რამიშვილის გავრცელებულ ინფორმაციას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

ვაიბერ მიმოწერა ჩემსა დაგიორგი ბახტაძეს (იმედის დირექტორი) შორის

საუბარია ეთერში მუსრუსიძის და მოქმედი 5 მოსამართლის მოწვევაზეა.

2015 წლის 17 დეკემბერი

გიორგი ბახტაძე – ტელეიმედის დირექტორი:

მოსამართლეები ტყავაძე, გვრიტიშვილი. საბჭოს (იგულისხმება იუსტიციის საბჭო) წევრები ალანია, გაბინაშვილი.

შალვა რამიშვილი:
ესენი უპირისპირდებიან მურუსიძეს?

გიორგი ბახტაძე:
თამარ ალანია (ტელ ნომერი) მერაბ გაბინაშვილი (ტელ ნომერი) დიმიტრი გვრიტიშვილი (ტელ ნომერი) გიორგი ტყავაძე (ტელ ნომერი) ექსპერტები… წესით კი

შალვა რამიშვილი:
რა ექსპერტები??? ესენი კონტრაში უნდა იყვნენ

გიორგი ბახტაძე:
თუ გჭირდება

შალვა რამიშვილი:
მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი… ისე არა! ესენი საბჭოს წევრები არიან. თუ მურუსიძის კამანდაა რა პონტში მოვიყვანოთ???

გიორგი ბახტაძე:
დაუპირისპირდებიან

შალვა რამიშვილი:
ოკ მაშინ კარგია. (ცოტა ხნის შემდეგ) გიო, ესენი არიან მაგათი გუნდის წევრები. არანაირი კითხვა მაგასთან (იგულისხმება მურისიძე) არა აქვთ. ტეხავს მათი მოწვევა. ძალიან გაუკვირდა შეკითხვა უნდა მქონდესო… მაგის გუნდის წევრი ვარო. ალანიას დავურეკე ჯერ. მაგრამ დანარჩენებთანაც იგივე სიტუაციაა. ახლა მურუსიძის ბენეფისის მოწყობა იმედია არ გვინდა!!!

გიორგი ბახტაძე:
ბენეფისი არა რა თქმა უნდა. მოსამართლეები დაიბარეთ ვინც მოგწერე. ესენი დაუპირისპირდებიან.

შალვა რამიშვილი:
ესენი მურუსიძესთან კრიტიკული კითხვა არა გვაქვსო ამის კამანდაა

გიორგი ბახტაძე:
რომლები? მოსამართლეები?

შალვა რამიშვილი:
კი… კი… ერთმა კონკრეტულად მითხრა

გიორგი ბახტაძე:
მაცადე

შალვა რამიშვილი:
რომ ლევანი მელაპარკაო
რომ დაგირეკავენო
იმედიდანო
მარაო მე სხვა რამეს ველოდიო.
ეს არის მაგის გუნდის წევრი
მეორემ მითხრა ჩამოვყალიბდები რა შეკითხვა უნდა მქონდესო და დაგირეკავო
მარა მაგის კამანდაა

გიორგი ბახტაძე:
გვარებით მითხარი ვინ რა გითხრა

შალვა რამიშვილი:
ალანიამ მითხრა მეო არაფერი არ მაქვს საკრიტიკებელი და მაგის გუნდის წევრი ვარო
გვრიტიშვილმა მეო ლევან მურუსიძე კი მებაზრა, რომ იმედიდან დაგირეკავენო
მარაო მეო არა მაქვს კრიტიკული კითხვაო… მხარს ვუჭერო.
ტყავაძემ მითხრა მეო ჩამოვყალიბდები რა შეკითხვა მაქვს კრიტიკული და დაგირეკავო.
მარა სიაბანდია ეგ
რიჟა ბაზარია
არ უპირისპირდებიან
მაგის სასტავია

გიორგი ბახტაძე:
მოძებნიან ახლა სხვებს

შალვა რამიშვილი:
გიო რაღაც დეტსკი სადია.. ტრუხა ბაზარია

გიორგი ბახტაძე:
ოკ მაცადე

შალვა რამიშვილი:
შენ მოგცეს მურუსიძის მოცემული გვარები. სხვები მე ვიცი ვინ არიან. გიო არც ერთი მოქმედი მოსამართლე მაგას არ უპირისპირდება. ვერც დაუპირისპირდება. ერთად აქვთ ნაჭამი ტონობით. გავეშვათ, რაღაც დეტსკი ბაზარია.

გიორგი ბახტაძე:
მოკლედ ხატიაშვილის გარდა თქვენ შეარჩიეთ ვინმე ოპონენტი და დაუსვით. ერთი ამ სიიდან ერთი ოპონენტი. ქუცნაშვილიც უპირისპირდებოდა.

შალვა რამიშვილი:
ქუცნამ უარი თქვა. ამ სიიდან არავინ არ უპირისპირდება.

გიორგი ბახტაძე:
ოკ. დაუსვით რეალური ოპონენტი და ერთი ამ სიიდან.

შალვა რამიშვილი:
ამ სიიდან არ არის არავინ ვისაც კრიტიკული კითხვა აქვს და რა პონტში დაუსვათ

გიორგი ბახტაძე:
მითხარი ვინ გინდა და ექნება! (იგულისხმება კრიტიკული კითხვა) გვარი მითხარი

შალვა რამიშვილი:
არავინ არ მინდა. მყავს შავგულიძე და ბარათაშვილი რომაა ადვოკატი ის. ქუცნა კარგი იქნებოდა მარა ჩაიჯვა. მეო დოკუმენტები არ მაქვს ჯერო. ველოდებიო სტრასბურგიდან უნდა მომივიდესო. ეგ ხო იცი როგორი ბაზარია. ეს ხატიაშვილი არც ჩვენ გვინდა. საია არ იქნებოდა ცუდი… ჩააჯმეინებდა.

ცოტა ხნისშემდეგ…

შალვა რამიშვილი:
გცალია?

გიორგი ბახტაძე:
მომწერე

შალვა რამიშვილი:
სხვა მოსამართლემ დამირეკა, არა – ალანიამ. ვიმსჯელეთ კოლეგებმა და შეიძლება დავუსვა შეკითხვაო. ხვალ მომწერს ამ კითხვას. დიმიტრი გვრიტიშვილი იყო ეს

გიორგი ბახტაძე:
მერე?

შალვა რამიშვილი:
არაფერი.. მოვიყვან მაგას

გიორგი ბახტაძე:
ალანია თუ გინდათ დაურეკეთ თქვენ თვითონ. თუ ეგ გაწყობს ოკ

შალვა რამიშვილი:
ოკ

გიორგი ბახტაძე:
ოკ

2015 წლის 18 დეკემბერი

შალვა რამიშვილი
გიორგი ახლა ველაპარაკე იმ მოსამართლეს – გვრიტიშვილს. შეკითხვას დავსავ შემდეგსო: არის მოსაზრება საზოგადოებაშიო, რომ თქვენს მოსამართლედ დანიშვნას იმიტომ ლობირებს მთავრობაო, რომ მერე საარჩევნო დავებში მას მხარი დაუჭიროთო და მე მაინტერესებს თქვენი კომენტარიო. ანუ ეს არაკონკრეტული კითხვაა, რომელსაც დასვავს ნებისმიერი. არასაინტერესო არაკონკრეტული კითხვაა ეს. როგორც უკვე გითხარი ეს მოსამართლეები არის მურუსიძის სასტავი. არანაირი დაპირისპირება მათ შორის არაა. მოკლედ ძალიან დურაკულად გამოჩნდება ასეთი „მძაფრი“ შეკითხვა. მე ვფიქრობ მაგარი დამწვარი პონტია. რა ვქნათ?

(გასულ-შემოსული ზარები, რომელთა განმავლობაში ბახტაძე მარწმუნებს, რომ მოსამართლეებს აქვთ კრიტიკული შეკითხვები და მათი მოწვევა აუცილებელია)
ცოტა ხნის შემდეგ

გიორგი ბახტაძე:
გაბინაშვილი + ტყავაძე და შავგულიძე

შალვა რამიშვილი:
ხო
2015 წლის 19 დეკემბერი

გიორგი ბახტაძე:
როგორ ჩაიარა?

შალვა რამიშვილი:
დაგირეკავ

გიორგი ბახტაძე:
ოკ

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ზაქარია ქუცნაშვილს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშულებენ
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე: “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა ზეწოლა მედიასაშუალებებზე, კერძოდ ტელეკომპანია “იმედზე”