შალვა პაპუაშვილსიგან არასწორი ინფორმაციის გავრცელება მინიმუმ უხერხულია და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს, თითქოს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაში განხეთქილებაა – აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარეს, მიმართავს და აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია მიზნად ისახავს წარმოაჩინოს, თითქოს სამუშაო ჯგუფებში განხეთქილებაა.

“მსურს გამოვეხმაურო, პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი შალვა პაპუაშვილის მხრიდან საჯაროდ უკვე მეორედ ჩემი სახელის მოხსენიებას. მიმაჩნია, რომ მის მიერ ჩემთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება მინიმუმ უხერხულია მისგან და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს, თითქოს პარტიის პოზიციაში, არ ჩაერთოს სამუშაო ჯგუფებში, განხეთქილებაა.

მოგმართავთ პირადად თქვენ ბატონო შალვა, რომ თავი დაანებოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დაბნეულობის შეტანის მცდელობას “სტრატეგია აღმაშენებლის” პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში, რამდენადაც პარტიის სიით გასული არცერთი დეპუტატი არ არის ჩართული ამ სამუშაო ჯგუფებში. გიდასტურებთ იმასაც, რომ როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც ვაპირებ დავესწრო საკომიტეტო განხილვებს, სადაც მათ შორის ამ სამუშაო ჯგუფებში მიღებული პროექტების განხილვა უნდა მოხდეს ინკლუზიურად.

დღეს ბიუროს სხდომაზე თქვენ სამწუხაროდ არ გაიზიარეთ არასამთავრობოების რეკომენდაციით რიგგარეშე სესიის მოწვევის ის ინიციატივა, რომელიც ჩვენი მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტმა გაიზიარა. შესაბამისად, თქვენ არ გაიზიარეთ ის სულისკვეთება, რაც 19 აპრილის შეთანხმების საფუძველი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აუცილებელი წინაპირობა გახლავთ”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშივიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მიწოდების მარშრუტია ევროკავშირში, რომელიც წლიურად 8 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდის – ლაიენი
შემდეგი სტატიაენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები დღეს მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგიის სფეროში გრძელვადიანი, სანდო თანამშრომლობა დიდი აქტივია – ალიევი