შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიკვიძის პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი – რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას გლობალური შეჯახება, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, დაგვემუქროს
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი, სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვევათ