პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს, პლენარულ სხდომაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთების საშუალება არ მისცა.
პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას განცხადების გაკეთება ორჯერ სცადა ხატია დეკანოიძემ. ასევე, ალეკო ელისაშვილმა, თუმცა პაპუაშვილმა მათ მიკროფონი გამოურთო.
სხდომის წამყვანმა კოლეგებს მიმართა, რომ აღნიშნული საკითხი ხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის.