შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან აუდიენცია გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან, მის აღმატებულება მარგარეტ მეორესთან აუდიენცია გამართა.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავი აღინიშნება და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა პოზიტიურად შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებაზე, რაც, მათივე შეფასებით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა დანიის სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი წალკის კანიონის გახსნაზე- ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ადგილი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა შერწყმა, ერთის მხრივ მემკვიდრეობის დაცვის და მეორეს მხრივ ასეთი თანამედროვე, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარების
შემდეგი სტატიადროებით ოკუპირებულ ნოვაია კახოვკაში უკრაინელებმა რუსების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს