შალვა პაპუაშვილმა ანა ნაცვლიშვილს მიმართა – თქვენს გულსაბნევზე ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის, იქნებ, თქვენს პარტიაში ასეთი გულსაბნევები დაამზადოთ

თქვენს გულსაბნევზე ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის. იქნებ, თქვენს პარტიაში ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში.

პაპუაშვილის თქმით, ამას გულისხმობს ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი.

მანამდე ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა: „რუსი ოლიგარქის მიერ დასახლებული პრემიერი შეძლებს თუ არა, მოახდინოს დეოლიგარქიზაცია და წაიყვანოს ქვეყანა ევროპისკენ“.

„ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, რომ გულსაბნევი გაქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშით. როგორც ჩანს, ეს გულსაბნევი სადღაც გაჩუქეს, თუმცა, მგონი, თქვენს პარტიას არ გაუჭირდება, დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი. თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი გულისხმობს, რომ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ნებისმიერი სხვა დროშა. თქვენს გულსაბნევზე თქვენგან მარჯვნივ უნდა იყოს ჯერ საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის. გთხოვთ, იქნებ, თქვენს პარტიაში შეძლოთ და ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი – სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა აღარასდროს უნდა ესროლონ ერთმანეთს