შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.

რვა დეპუტატისგან შემდგარ დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.

დელეგაციის წევრების განცხადებით, უკრაინაში მიდიან, რათა უკრაინელ მეგობრებს ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიეუთოს გენერალური მდივანი ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
შემდეგი სტატიავიხილეთ სიკვდილი და განადგურება – ორი ამერიკელი კონგრესმენი ბუჩაში ჩავიდა