“საქართველოს პარლამენტში ჩვენ ეს არჩევანი მკაფიოდ გავაკეთეთ – გავაძლიერეთ გამჭვირვალობა, დავხვეწეთ ჩვენი კანონმდებლობდა და ვიმოქმედეთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არავის სხვას.
ვაგრძელებთ რეალობაზე მორგებას, რადგან პარლამენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს, დაკარგავს მნიშვნელობას, ხოლო პარლამენტი, რომელიც აქტუალობას კარგავს ვერ დაიცავს სუვერენიტეტს,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

















