15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: უმჯობესია ხაბეიშვილმა ეს დრო გამოიყენოს რესოციალიზაციისთვის, რომ დანაშაულებრივი ზრახვები გადაიაზროს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელიც სასჯელს იხდის. უმჯობესია, ეს დრო გამოიყენოს რესოციალიზაციისთვის, რომ თავისი დანაშაულებრივი ზრახვები გადაიაზროს და საზოგადოებას სასჯელის მოხდის შემდეგ დაუბრუნდეს გამოსწორებულ ადამიანად და არა – დამნაშავედ.

პაპუაშვილის შეფასებით, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, აქტუალური იყოს.

„არ მგონია, სისხლის სამართლის დამნაშავეების მცდელობებს, რომ აქტუალური იყვნენ, ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასეთ დანაშაულს როცა ეხება საქმე, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს იგნორირება იმ წამოძახებებზე, რაც მას, სააკაშვილს და სხვა დამნაშავეებს აქვთ. რომ არა სოცმედიასაშუალებები, პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებული იქნებოდნენ იმით, რა დააშავეს ქვეყნის წინაშე. მას საერთოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 2 ივნისს ციხიდან წერილი გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაში“ის გულანთებული და ალალი მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის “ქართული ოცნება” მკვდარია”- გიორგი უძილაური
შემდეგი სტატია“ხელოვნურად მოგონილია” — ბაჩო ახალაიას ადვოკატი სუს-ის მოწმის ჩვენებაზე