შალვა პაპუაშვილი: უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის – არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც არ შესრულდა

„უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, იყო სპეკულაციები, მათ შორის ვერტმფრენების თემაც, რომელიც დღემდე აქვთ. არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, იყო სპეკულაციები, მათ შორის ვერტმფრენების თემაც, რომელიც დღემდე აქვთ. არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა. იქნებოდა ეს ვერტმფრენების გამოყენება, ფიზიკური შესვლა თუ ტექნიკა – გვყავს საკმარისი ცოცხალი ძალა და ტექნიკა, სამი სხვადასხვა მიმართულებით კეთდება შესასვლელი გზა. ასე რომ, საჭიროება არ არის. არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა, როცა ეს საჭიროა, მაგრამ ეს არის სამწუხარო აქციონიზმი, რომელიც ხანდახან გარკვეულ ჯგუფებს ჩვენს ქვეყანაში ახასიათებთ“, – აცხადებს პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აზარაშვილი – სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია მძიმე ტექნიკა, კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, უშუალოდ ადგილზე ათასობით კუბური მეტრი მიწაა, რაც ხელს უშლის სამუშაო პროცესს
შემდეგი სტატიამაშველები დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ (ვიდეო)