სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უწყების როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2015 წლის 1 აგვისტოს დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებით ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეების, ოკუპაციისა და რეგიონული არასტაბილურობის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საფრთხეების პრევენციასა და აღკვეთას.
„უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად დგანან იმ უხილავ ფრონტზე, სადაც წარმატება ხშირად სწორედ იმით იზომება, რომ საფრთხე საზოგადოებამდე ვერ აღწევს“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და სუს-ის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.















