20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: სქურის მამათა მონასტერი ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის გამორჩეული სიმბოლოა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ესტუმრა, სადაც მიტროპოლიტ გერასიმეს მასპინძლობით ისტორიული ტაძრები, მონასტრები და ეპარქიის სიწმინდეები მოილოცა.

მისი ინფორმაციით, დელეგაციამ მოინახულა ცაიშის, კორცხელის, სქურის მამათა მონასტერი და წალენჯიხის ტაძარი. პაპუაშვილის შეფასებით, ეს სავანეები ქრისტიანული რწმენის უწყვეტობისა და საქართველოს მდიდარი სულიერი მემკვიდრეობის ცოცხალი სიმბოლოებია.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი სიწმინდეები ახსენებს საზოგადოებას იმ ღრმა ფესვებს, რომლებზეც ქართული ქრისტიანული ტრადიცია დგას, განსაკუთრებით კი წელს, როდესაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილე აღინიშნება.

მისივე თქმით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა, რადგან გადმოცემის თანახმად, ამ მხარეში ქრისტეს მოციქულებმა – ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს, ხოლო ცაიში საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს მასპინძლობისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცების მისიას.

„ღვთისმშობლის წყალობა ფარავდეს საქართველოს“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშაიშმელაშვილი: საქართველოს მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რუსეთის ოფიციალური პირები რატომ აქებენ “ოცნების“ ლიდერებს
შემდეგი სტატიაReuters: ირანი ჰუსიტების მეშვეობით სუეცის არხში „კარიბჭის” დახურვას გეგმავს