28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა და გამოძიებასთან ეთანამშრომლა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც პაპუაშვილი ელისაშვილის დემონიზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სიცრუეა შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ალეკო ელისაშვილმა „ავტომატები შეიძინა, რათა დანაშაული ჩაედინა“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა და გამოძიებასთან ეთანამშრომლა.

„სხვათა შორს, მანიპულირებდა, თითქოს ვთქვი, მან იარაღი იყიდაო და ამას აბრალებო. მე თქვი “ეყიდა”. სასამართლოში პირდაპირ თქვა, რომ ის ფიქრობდა, ხელში აეღო ტყვიამფრქვევი, დახვედროდა მოსამართლეებს, პროკურორებს და ჩაეცხრილა. პირდაპირ ეს თქვა სასამართლო პროცესზე. ეყიდა არ თქვა, მაგრამ არ ვიცი, სახლში თუ უდევს ტყვიამფრქვევი, ეს კიდევ სხვა პრობლემა არის. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადვოკატს ემოქმედა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებით და უარესი განცხადებები არ ეკეთებინა სასამართლოში, საიდანაც იმუქრებოდა კიდევ დამატებით ალეკო ელისაშვილი, სჯობდა მისთვის აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ეღიარებინა ბრალი, სასამართლოსთან ეთანამშრომლა. დანაშაული სასამართლომ დაადასტურა. ამას რომ სასჯელი მოჰყვებოდა, მგონი, თვითონაც კარგად ხვდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანე ჩხაიძე ზაფხულის სეზონზე თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
შემდეგი სტატიაუკრაინამ ყირიმის მახლობლად რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დაარტყა