შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე არჩევნები კაპრიზია

„რიგგარეშე არჩევნები კაპრიზია, რომან გოცირიძის გამოსვლაში ყველაფერი ტყუილი და კაპრიზი იყო“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ის, რომ ვინმე საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის არა ჩვეულებრივი, არამედ დიდი ტყუილი.

“რიგგარეშე არჩევნები არ არის მოთხოვნა, ეს არის კაპრიზი. ახლა მე ვუსმენდი ჩემს წინ გამომსვლელს, ბატონ რომან გოცირიძეს, მის გამოსვლაში ვერ მოვძებნე ვერცერთი სიტყვა, რომელიც არის სიმართლე. ყველაფერი იყო ტყუილი და კაპრიზი.
ის, რომ ვინმე საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის არა ჩვეულებრივი, არამედ დიდი ტყუილი. ამას რატომ კადრებენ ან საკუთარ თავს, ან მოსახლეობას, ან საკუთარ ამომრჩეველს, არ ვიცი.
მეორე ტყუილი არის ბავშვურ დონემდე მისული მანიპულირება, რომ თითქოს იქ არ წერია სიტყვა “თავისუფალი” და ა.შ. არც აშშ-ში გამართული არჩევნების შემდეგ, ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის სიტყვა თავისუფალი. ეს განცხადებები, თითქოს არსებობს გარკვეული ფორმულები, შელოცვასავით სიტყვა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი, არის ტყუილი და ამ ტყუილით ცდილობენ გავიდნენ ფონს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივინ არის დავით ხიდაშელი – გარეჯის, იგივე რუსული საქმე – ელენე ხოშტარიას ახალი საგამოძიებო ვიდეო
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებზე კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების განხილვები დაიწყო