შალვა პაპუაშვილი: პროექტი „პატრიოტი დიასპორელები“ მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი დიასპორელი ბავშვები არ მოწყდნენ საკუთარ სამშობლოს

„პროექტი „პატრიოტი დიასპორელები“ მნიშვნელოვანია,რათა ჩვენი დიასპორელი ბავშვები არ მოწყდნენ საკუთარ სამშობლოს, ფესვებს და საქართველოში გატარებულ დროზე წარუშლელი შთაბეჭდილებით დაუბრუნდნენ ადგილსამყოფელ ქვეყანას, რაც მომავალში მათი სამშობლოში დაბრუნების საფუძველი იქნება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც პროექტ „პატრიოტი დიასპორელების“ მონაწილეები დაესწრნენ.

შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, პროექტს და მის დამფუძნებლებს მხარდაჭერა დაუდასტურა.

„დღეს ჩვენ გვყავს საპატიო სტუმრები – დიასპორული ორგანიზაციის მიერ პროექტი „პატრიოტი დიასპორელების“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება სპეციალური პროგრამა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, რომელიც გულისხმობს ჩვენი დიასპორელი ბავშვების ინტეგრირებას და ორკვირიანი სასწავლო კურსის გავლას საქართველოს სხვადასხვა სკოლებში.

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი დიასპორელი ბავშვები არ მოწყდნენ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ფესვებს და საქართველოში გატარებულ დროზე წარუშლელი შთაბეჭდილებით დაუბრუნდნენ ადგილსამყოფელ ქვეყანას, რაც მომავალში მათი სამშობლოში დაბრუნების საფუძველი იქნება. დღეს სტუმრად გვყავს სწორედ თბილისის პირველი გიმნაზიის კურსგავლილი დიასპორელი ბავშვები, მათი ადგილობრივი თანატოლები და პედაგოგები, საქართველოს პარლამენტის და განსაკუთრებით, დიასპორის და განათლების კომიტეტების სახელით, მინდა, რომ მომავალშიც აქტიური თანადგომა აღვუთქვა პროექტს „პატრიოტი დიასპორელები“, მის სულისჩამდგმელებს და დამფუძნებლებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიიტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი პოზიციების გამო, სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე შეტყობინებები მიიღო
შემდეგი სტატიაგერმანიაში ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრის გატაცებას გეგმავდნენ