21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

შალვა პაპუაშვილი: პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან იცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცავების როლსა და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ძლიერი და პროფესიონალი პოლიციის გარეშე თანამედროვე სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თანამედროვე სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს — თავისუფლებას, სამართლიანობასა და მართლწესრიგს ეფუძნება, რომელთა დაცვაც სწორედ პოლიციის მოვალეობაა:

„პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს. იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ შიდა და საგარეო საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა ბოლო პერიოდში დგას. მისი თქმით, სამართალდამცავ სისტემას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ არაერთი გამოწვევა გაიარა. რეგიონში არსებული მძიმე უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისო არასტაბილურობა, ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია, რადიკალიზმი — ეს ყველაფერი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს სამართალდამცავ სისტემას. ასეთ ვითარებაში პოლიციის პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქვენ იცავთ არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას“, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიციის ერთიანობა არის გამარჯვების ფორმულა და ხელისუფლებას ამის ეშინია”- ფოფხაძე
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილი: პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა